როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენი უფლებები დაირღვა?

 თუ თქვენი უფლებები დაირღვა შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველს.

სახალხო დამცველს შეუძლია,უფლებების დამრღვევ ორგანოს მიმართოს რეკომენდაციით, განუმარტოს, რამ გამოიწვია მოქალაქის უფლებების დარღვევა და რა გზები არსებობს მათ აღსადგენად. როგორც თავად ტერმინი - რეკომენდაცია - მიუთითებს, სახალხო დამცველის მიმართვა არ არის სავალდებულო - მიმართვის ადრესატს შეუძლია დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს მას. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველისადმი მიმართვა ხელსაყრელია სხვა მოსაზრებებით:

 

მას შეიძლება მივმართოთ ნებისმიერი უფლების დარღვევის შემთხვევაში;

მისთვის მიმართვა უფასოა;

იგი შეისწავლის ჩვენს განცხადებას და გაგვარკვევს, ნამდვილად დაირღვა თუ არა ჩვენი უფლებები. შესაბამისად, გვეცოდინება, საჭიროების შემთხვევაში ღირს თუ არა სასამართლოსადმი მიმართვა, რაც გარკვეულ დროსთან და ფინანსურ ხარჯთან არის დაკავშირებული.

სახალხო დამცველს ასევე შეუძლია მიგვითითოს, როგორ ვიმოქმედოთ ან ვის მივმართოთ უფლებების აღსადგენად;

სასამართლოსადმი მიმართვის შემთხვევაშიც, სახალხო დამცველს შეუძლია, გამოიყენოს სასამართლოს მეგობრის (Amicus curiae) ფუნქცია - წარუდგინოს სასამართლოს საკუთარი მოსაზრებები საკითხის სწორად გადაწყვეტის თაობაზე. ეს მოსაზრებებიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა სახალხო დამცველის ავტორიტეტი დამაჯერებლობას მატებს კერძო პირის მოსაზრებებს.

 გამოყენებული წყარო: https://www.civiceducation.ge/ka/lessons/1-16

ესტუმრეთ საიტს - https://www.ombudsman.ge/

No comments:

Post a Comment

ადამიანთა უფლებების ისტორიული მომიხილვა        ადამიანის უფლებებს რთული და მრავალსაუკონო...