ბავშვთა უფლებები

               ბავშვის უფლებათა კონვენციას საქართველო 1989 წელს შეუერთდა.  


            2019 წლის სექტემბრისთვის საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა ,,ბავშვთა უფლებათა კოდექსი“, რომლის თანახმადაც, მთავრობა ყველა მიმართულებით დაიცავს ბავშვების უფლებებს. ბავშვთა კოდექსი ამოქმედდა 2020 წლის 1 ივნისს. შესაბამის პასუხისმგებლობაში მიეცა გარკვეულ სახელმწიფოთა სააგენტოებს, რომ შეემუშავებინათ სტანდარტები და რეგულაციები კოდექსთან დაკავშირებით.  შედეგად,  სრულყოფილად მოხდეს ბავშვთა კოდექსში გაწერილი ვალდებულებების აღსრულება. როგორც,    გაეროს ბავშვთა ფონდის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი თეონა კუჭავა აფასებს,  ,,ბავშვთა უფლებათა კოდექსი“ არის დოკუმენტი ბავშვების უფლებასთან დაკავშირებით, რომელიც არის მაღალი სტანდარტის.  ამ კოდექსში საკმაოდ მრავალი ცვლილებაა.

            


 

ეს არის პუნქტები კოდექსიდან:

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს დანაშაულის შედეგად დაზარალებული, სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვას და ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას

2. ყველა პროფესიის ადამიანს, რომელსაც აქვს ბავშვებთან ურთიერთობა, უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი საკვალიფიკაციო კურსი, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემაში მომუშავე ყველა პროფესიონალს.

3. ადამიანი, რომელიც სექსუალური ან რაიმე სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი იყო ბავშვობაში, გასაჩივრებას შეძლებს სრულწლოვანების მიღწევის შემდეგაც, ანუ დანაშაულის ხანდაზმულობა აითვლება მას შემდეგ, რაც ბავშვი სრულწლოვანებას მიაღწევს.

4. ნებისმიერი ასაკის ბავშვები უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლებენ. ბავშვს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი უფლება (აქამდე 14- წლამდე ბავშვების შემთხვევაში, სასამართლოსთვის უნდა მიემართა მის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს)

5. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაექვემდებარება სასამართლო კონტროლს (აქამდე თუკი მშობელი მოისურვებდა ბავშვის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსებას, არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილება საჭირო).

6. დანაშაულის შედეგად დაზარალებული ან/და ძალადობის მსხვერპლ ან/და სავარაუდო მსხვერპლ ბავშვს უფლება აქვს მიიღოს კომპენსაცია, მათ შორის, ფინანსური ზარალის ანაზღაურება სწრაფი პროცედურებით, სახელმწიფოს მიერ, როდესაც ამგვარი ანაზღაურების სწრაფი მიღება შეუძლებელია დამნაშავის მხრიდან.

7. სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა ბავშვზე გარემოს დაბინძურების მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით.



No comments:

Post a Comment

ადამიანთა უფლებების ისტორიული მომიხილვა        ადამიანის უფლებებს რთული და მრავალსაუკონო...