Tuesday, June 8, 2021

ადამიანთა უფლებების ისტორიული მომიხილვა

       ადამიანის უფლებებს რთული და მრავალსაუკონოვანი ისტორია გააჩნია.  ჯერ კიდევ სანამ სახელმწიფო, სამართალი, კონვექცია ან რამე სხვა იქნებოდა.

         ძვ.წ 539 წელს  კიროს დიდის არმიამ, ძველი სპარსეთის პირველმა მეფემ, დაიპყრო ქალაქი ბაბილონი.  


მან გაათავისუფლა მონები, განაცხადა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი რელიგია და გამოაცხადა რასობრივი თანასწორობა. ეს და მისი სხვა დადგენილებები დაწერილი იყო ლურსმული ფორმით გამომცხვარი თიხის ცილინდრზე.  უძველესი დოკუმენტი ითვლება მსოფლიოში ადამიანის უფლებათა პირველ ქარტიად. იგი თარგმნილია გაეროს ექვსივე ოფიციალურ ენაზე და მისი დებულებები ასახულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველ ოთხ მუხლში.

         ადამიანთა უფლებები დროდადრო ვითარდებოდა. შეიქმნა კონვენცია და დეკლარაცია, როგორებიცაა: ინგლისის თავისუფლებათა დიდი ქარტია (1215 წ.) და უფლებათა ბილი(1689 წ.), საფრანგეთის ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია (1789 წ.), ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია (1787 წ.) და უფლებათა ბილი (1791 წ.).  

          საერთაშორისო საზოგადოება, გაერო და ევროსაბჭო გაცილებით აქტიურად განხილავს ადამიანთა უფლებებს. ადამიანთა უფლებები და თავისუფლება საერთაშორისო კონვენციაში არის გაწერილი. გაეროს 1948 წლის 10 დეკემებრს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ევროპის საბჭოს 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციით ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ, ევროპის საბჭოს 1961 წლის 26 თებერვლის ევროპის სოციალური ქარტიით; 1966 წლის 16 დეკემბერს მიღებული გაეროს ორი პაქტით - “სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” და “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების” შესახებ.

        ყველა დემოკრატიული და სამართლებრივი ქვეყნების კოსტიტუციაში არის გაწერილი ადამიანის უფლებების აღიარებასა და უზრუნველყოფაზე.


ადამიანთა უფლებების ისტორიული მომიხილვა        ადამიანის უფლებებს რთული და მრავალსაუკონო...